ვაშინგტონში ორმხრივი სროლა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ვაშინგტონში ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პირველი სროლა 19 სექტემბერს, საღამოს მეტროსადგურ Columbia Heights-ის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში მოხდა.

სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულებს სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები Nissan-ის მარკით ავტომობილით მიიმალნენ.
პირველი ინციდენტიდან ნახევარი საათის შემდეგ მორიგი სროლა მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, მოგვიანებით ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქალაქის პოლიცია ამ ორ დანაშაულს ერთმანეთს არ უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად