ვაშინგტონში მომხდარო სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა

კვირა ღამით, ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. შესაბამისსინფორმაციას ქალაქის პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცავების განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე მოხდა, როდესაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ხალხში. პოლიციას ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეების შესახებ და განაცხადა, რომ ერთი დღის განმავლობაში გაავრცელებს დეტალებს მომხდარტან დაკავშირებით.

შვიდი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაშინგტონში, 19 ივლისსაც მოხდა სროლა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე რესტორნის მახლობლად, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად