მინიმუმ 300 ადამიანი შეიჭრა აშშ-ს კონგრესის შენობაში 6 იანვარს, მისი შტურმის დროს. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post იუწყება.
პუბლიკაციამ გააანალიზა, თუ რა მოხდა იმ დღეს კაპიტოლიუმში. ამისათვის ვაშინგტონის პოსტის ჟურნალისტებმა შეისწავლეს ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები და ასობით ვიდეო, რის შედეგადაც მათ შეძლეს იმ დღის მოვლენების თანმიმდევრობის აღდგენა.
“გაზეთმა გამოიყენა სახის ამომცნობი ალგორითმი იმის დასაანგარიშებლად, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა იქ იმ მომენტში, როდესაც პოლიცია ცდილობდა დეპუტატების ევაკუაციას”, – ნათქვამია გაზეთის ვებ-გვერდზე. როგორც გაზეთი განმარტავს, მითითებული ალგორითმი ხელს უწყობს ადამიანების სახის გარჩევას, მაგრამ არა მათი ვინაობის დადგენას. “ამბოხებულთა რეალური რაოდენობა უფრო მეტი იქნება, რადგან Washington Post-ის მიერ გაანალიზებული ჩანაწერები ყველას არ აღბეჭდავს”, – ნათქვამია სტატიაში.
6 იანვარს შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ კონგრესის შენობაში, რათა ხელი შეეშალათ ქვეყანაში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის. არეულობამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი.