აშშ-ს ხელისუფლებამ ამ დროისთვის გახსნა 98 სისხლის სამართლის საქმე 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით. ამის შესახებ კოლუმბიის დედაქალაქის რაიონის ადვოკატის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ შერვინმა განაცხადა.
“ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათისთვის ჩვენ სისხლის სამართლის 98 საქმე გვაქვს აღძრული. გარდა ამისა, სამართალდამცავებს აქვთ 275 ღია გამოძიება. ჩვენ ველით, რომ მათი რიცხვი დღის ბოლოს მარტივად გადააჭარბებს 300-ს,” – თქვა შერვინმა.
“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მორიგეები, შესაძლოა მონაწილეობდნენ არეულობებში”, – განაცხადა მოქმედმა პროკურორმა.
აშშ-ს საგამოძიებო ფედერალური ბიუროს (FBI) რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კოლუმბიაში სტივენ დ’ანტუონომ კი აღნიშნა, რომ დაზვერვის ოფიცრებმა მოახერხეს 270-ზე მეტი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.