ვაშინგტონში, კომენდანტის საათის დარღვევის გამო 30 ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონის პოლიციამ დააკავა 30 ადამიანი, ვინც დაარღვია კომენდანტის საათი, რომელიც დაწესდა კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება Associated Press, სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით.

კომენდანტის საათი ვაშინგტონში 6 იანვარს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყო. მისი დაწესების შესახებ ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუსერმა განაცხადა.

პოლიციის ცნობით, კაპიტოლიუმის შტურმის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მანამდე, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც უნდა ჩატარებულიყო შეხვედრა, რომელზეც კონგრესმენებმა კენჭისყრის შედეგების ოფიციალური აღრიცხვა უნდა გამართონ.

პოლიციამ მოახერხა კაპიტოლიუმის გზის გაწმენდა მომიტინგეებისგან, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და იარაღის გამოყენებით. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციების დროს, ევაკუირდნენ ვაშინგტონის სამხედრო ბაზაზე. ყველა კონგრესმენი დაბრუნდა კაპიტოლიუმში. არჩევნების შედეგების შესახებ შეხვედრა გრძელდება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთანავე კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ დონალდ ტრამპის მომხრეთა ნაწილმა პოლიციელთა წინააღმდეგობა გადალახა და კაპიტოლიუმში შეიჭრა. სხდომათა დარბაზში მყოფი სენატორები და კონგრესმენები დაცვამ სასწრაფო წესით გაიყვანა შენობიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდებოდა, გადატრიალების მცდელობა იყო და არა პროტესტი და დონალდ ტრამპს ურჩია მიემართა მხარდამჭერებისადმი და მოეწოდებინა მათთვის, დაეტოვებინათ შენობა.

დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები მოპარული იყო, თუმცა მომხრეებს მოუწოდა დაეტოვებინათ შენობა და სახლებში წასულიყვნენ.

“დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება”, – აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ამ სიტყვებით გახსნა.

აქ ხელახლა შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. განხორციელებული სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია”, – განაცხადა პენსმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, კონგრესში შეჭრილ დემონსტრანტებს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ. მაკკონელის განცხადებით, მათ ვერ შეძლეს კონგრესისთვის ხელი შეეშალათ. სენატორ ჩაკ შუმერის განცხადებით, დღევანდელი დღე აშშ-ის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ ჩაიწერება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის სერტიფიცირების პროცესის დაწყებისთანავე კაპიტოლიუმის წინ შეკრებილ დონალდ ტრამპის მომხრეთა ნაწილმა პოლიციელთა წინააღმდეგობა გადალახა და კაპიტოლიუმში შეიჭრა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად