ვაშინგტონში, კიბოთი გარდაცვლილი მოზარდის დაკრძალვაზე, ასობით სპორტულმა მანქანამ მოიყარა თავი

ვაშინგტონში 14 წლის ალეკ ინგრამი 7 ნოემბერს, კიბოსთან 4-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მას 2015 წელს ოსტეოსარკომის, ძვლების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი სურვილი იყო, რომ იგი ამ ქვეყნიდან სპორტული ავტომობილებით გაეცილებინათ, რაც მისმა ახლობლებმა გააკეთეს კიდეც.

იგი 2 100 სპორტული ავტომობილითა და 70 მოტოციკლით გააცილეს.

ღონისძიებას “Sports Cars for Alec” („სპორტული ავტომობილები ალეკისთვის“) ორგანიზება Sydney’s Soldiers Always-მა და დანა კრისტიან მანლეიმ გაუწია, რომელმაც თავისი 8 წლის ქალიშვილი სიდნი აგრეთვე კიბოს გამო დაკარგა.

სპორტული ავტომობილების მფლობელები ჩასულები იყვნენ მთელი კალიფორნიიდან და ნიუ იორკიდან, რათა ალეკის სურვილი შეესრულებინათ.

იქ აგრეთვე იმყოფებოდა ათასობით ადამიანი, რათა მისი ოჯახის გვერდით დამდგარიყვნენ და გაემხნევებინათ ისინი. მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი 2 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად