ვაშინგტონში, დიდთოვლობის გამო 50 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

დიდთოვლობამ და ქარბუქმა, აშშ-ის შტატ ვაშინგტონის 50 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული და ჩაწყვეტილია გაყვანილობები. დიდთოვლობის გამო მოხდა ავარიები, რომელთა ლიკვიდაციასაც ენერგეტიკული კომპანია Puget Sound Energy-ის სპეციალისტები ცდილობენ.

მთელი შტატის მასშტაბით სრული მზადყოფნით მუშაობს კომუნალური სამსახურები, მათ თოვლისგან გაწმენდაში სამხედრო დანაყოფები ეხმარებიან.

სიეტლი/ტაკომას აეროპორტში, რომელიც უმსხვილესია შტატში, ორი დღის 500-ზე მეტი რეისი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...