ვაშინგტონში, დემონსტრანტების დაშლის ოპერაციებში სამხედრო ვერტმფრენები ჩაერთო

აშშ-ში, კოლუმბიაში, სამხედრო ვერტმფრენებმა რამდენჯერმე გადაიფრინეს მომიტინგეების თავზე დაბალ სიმაღლეზე, ხალხის გასაფანტავად. ამის შესახებ სამშაბათს Fox News იტყობინება.

დაბალ სიმაღლეზე ფრენისას ვერტმფრენები ხმამაღალ ხმას გამოსცემენ და დიდი რაოდენობით მტვერს აფრქვევენ ჰაერში. არხის თქმით, მსგავსი ტაქტიკა გამოიყენება ხალხის დაშინების მიზნით. Fox News-ის მიერ მოხსენიებული თვითმხილველების თქმით, ოპერაციებში მონაწილეობდნენ UH-60 Black Hawk და UH-72 Lakota ვერტმფრენები.

სხვა ამერიკული მედია საშუალებები იუწყებიან სამხედროების გამოჩენას აშშ-ს დედაქალაქის ქუჩებში სწორედ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი საჭირო გახდა, იგი სამხედრო ძალას გამოიყვანს. Stars and Stripes- ის ცნობით, პოლიციელები და სამხედრო ინჟინრები კოლუმბიის ოლქში ჩავიდნენ, მაგრამ ისინი მაინც ქალაქის გარეთ იმყოფებიან. USA Today-ის კორესპოდენტი ავრცელებს ინფორმაციას ვაშინგტონის ქუჩებში “სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის” გამოჩენის შესახებ, თუმცა არ არის მითითებული რა სახის მოწყობილობებზეა საუბარი.

ტრამპის თქმით, ფედერალური მთავრობა მზად არის გამოიყენოს შეიარაღებული ძალები კანონის და წესრიგის დასამყარებლად ისეთ ადგილებში, სადაც ბოლო დროს მოხდა დიდი არეულობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად