ვაშინგტონში, ბაიდენის ინაუგურაციის გამო, მეტროს 13 სადგური ერთი კვირით დაიკეტება

20 იანვარს ვაშინგტონის ცენტრში დაიკეტება მეტროს 13 სადგური დაახლოებით ერთი კვირით, არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების გამო. ამის შესახებ ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა ვაშინგტონის ტრანსპორტის ხელმძღვანელმა, პოლ ვიდეფელდმა.

ეს ზომები მიიღეს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების, საიდუმლო სამსახურის უსაფრთხოების კოორდინაციით, რომელიც პასუხისმგებელია ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონალურ და ფედერალურ პარტნიორებთან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – განმარტა ვიდეფელდმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...