“ვაშინგტონს რატომღაც არ გასჩენია ღირსიაშვილის ორიენტაციასა და კეთილსინდისიერებაზე პრობლემა”

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძემ კომენტარი მაუწყებლის ეთერით გააკეთა:

ჟურნალისტის კითხვაზე – თქვენ ამბობთ, რომ ის არ არის თქვენი პარტიის წევრი, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ის თქვენ საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:

"ჯერ ერთი, ეს არის ტყუილი. ბატონი ლევანი არ ყოფილა ჩემს საარჩევნო კამპანიაში ჩართული, თორემ არც ის დამალავდა ამას და არც მე დავმალავდი. ის ნამდვილად გვითანაგრძნობდა ჩვენ და ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ჩემი პარტიის წევრი არ იყო, ის მუშაობდა ვაშინგტონში და ამერიკელებს რატომღაც არ გასჩენიათ მის ორიენტაციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა.

 რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში სამართლიანობა რომ აღდგენილიყო, გიგა ბოკერია დღეს ტელევიზორში ვერ ილაპარაკებდა. იმიტომ, რომ გიგა ბოკერიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ მისი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იყო ქვეყნისათვის საზიანო და მას არა აქვს მორალური უფლება ამაზე ილაპარაკოს."

კომენტარები
იტვირთება...