ვაშინგტონმა, ვენესუელის 15 ბიზნეს თვითმფრინავის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ვაშინგტონმა, ვენესუელის 15 ბიზნეს თვითმფრინავის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შესაბამისი ბრძანებულების შესახებ დოკუმენტს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული თვითმფრინავები ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს ეკუთვნის, რომელზეც აგრეთვე ვრცელდება აშშ-ის სანქციები. ამგვარად, ამერიკელები ვენესუელის ხელისუფლების საკუთრების დაბლოკვას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თვითმფრინავები გამოიყენებოდა მაღალჩინოსანი პირების გადასაადგილებლად, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები არიან.

ვაშინგტონსა და კარაკასს შორის ურთიერთობა 2019 წლის იანვარში დაიძაბა, როდესაც მადუროს ინაუგურაციის მერე, ვენესუელის ოპოზიციამ, ქვეყნის პრეზიდენტად ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელი ხუან გუაიდო გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა, ხოლო ჩინეთმა, რუსეთმა და თურქეთმა კი მადუროს მხარი დაიჭირა. ამის შემდეგ, ვაშინგტონმა, ვენესუელის მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფო კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად