ვაშინგტონის შტატის გუბერნატორი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეარხ MSNBC-ის ეთერში განაცხადა.

”გაირკვა, რომ მოგებას ვერ შეძლებ … პრეზიდენტი ვერ გავხდები, ამიტომ დღეს მე საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას ვწყვეტ”, – თქვა ინსლიმ და დასძინა, რომ სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
68 წლის პოლიტიკოსმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მარტში განაცხადა. მისი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
ჯეი ინსლი 2013 წლიდან ვაშინგტონის შტატის გუბერნატორია.

მანამდე, დემოკრატიული პარტიის ორმა წარმომადგენელმა საარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შესახებ განაცხადა: კალიფორნიიდან წარმომადგენელთა პალატის წევრმა ერილ სუოლუელმა და კოლორადოს შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ჯონ ჰიკენლუპერმა.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...