ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სროლის ხმა ისმოდა

აშში, ვაშინგტონის მახლობლად განთავსებულ  სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სროლის ხმა გაისმა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მომხდარი სროლის შემდეგ პერსონალი თავშესაფარში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სროლა ავიაბაზის სამედიცინო ცენტრიდან გაისმა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის  უცნობია. 

"სამედიცინო დაწესებულების ცენტრიდან სროლის ხმა ამ დრომდე ისმის“,-წერს ბაზაზე მყოფი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ყველა სამხედრო მოსამსახურე თავშესაფარშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი  Malcolm-ის სამედიცინო ცენტრიდან გახსნა, რომელიც ბაზაზე მდებარეობს. მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად