ვაშინგტონ პოსტი: “ქართული სამზარეულო ვაშინგტონისთვის საერთაშორისო აღმოჩენა იქნება”

ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი, უიტნი პიპკინი, ვანესა სტიუარტს ეწვია. რომლის სუფრა, იმ ქართული კერძებით იყო გაწყობილი, რომელიც მან საქართველოში ყოფნისას დააგემოვნა.

 

ვაშინგტონ პოსტმა, ვრცელი სტატია მიუძღვნა ქართულ სამზარეულოს, ქართული რესტორნების არსებობას და გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

უიტნი პიპკინი, ჯონ ჰოპკინსისა და ამერიკის უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს, ქართული ღვინის სახლის მფლობელს მამუკა წერეთელს ესაუბრა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2013 წელს მანჰეტენზე პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა, 2014 წელს კი კიდევ ორი შეემატა.

წერეთელი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონშიც მალე გაიხსნება ქართული რესტორანი. მისი თქმით, თუ ქართული ღვინო და ხაჭაპური უკვე პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში.

ქართული სამზარეულო ვაშინგტონისთვის საერთაშორისო აღმოჩენა იქნება – წერს ავტორი.

სტატიის ავტორი ქართულ ხაჭაპურს პიცის მსგავს საკვებს უწოდებს, რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, სტატიაში ასე აღწერენ – ნავის ფორმის პურში ჩადებული კვერცხი, ყველი და კარაქი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ვაშინგტონში ქართული კერძების დაგემოვნება უმეტესად სახლებში გამართულ სადილებზე ხდება. ავტორს დეტალურად აქვს აღწერილი ერთ-ერთი მსგავსი ვახშმის დღე, სადაც სტუმრები ქართულ კერძებს, ქართულ ღვინოსთან ერთად აგემოვნებენ და სადღეგრძელოებს ამბობენ.

ავტორის თქმით, საქართველოს სამზარეულოზე მცირედი გავლენა იმ ქვეყნებმაც იქონიეს, რომლების საქართველოს დამყრობლები იყვნენ. ავტორს მაგალითებად რომაელები, ბერძნები, არაბები, მონღოლები, სპარსელები, თურქები და რუსები მოჰყავს.

ქართულ ოჯახში გაშლილ სუფრაზე იმაზე მეტი კერძია, ვიდრე მის ჭამას სტუმრები შეძლებენ – ნათქვამია სტატიაში. როგორც ავტორი აღნიშნავს, ქართულ კერძებში სხვადასხვა სუნელების მრავალფეროვნებაც არის გამოყენებული. რაც შეეხება ნიგოზს, ავტორის თქმით მას თითქმის ყველა ქართულ კერძში შეხვდებით.

ქართულ ღვინოზე საუბრისას ავტორი იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო 2015 წლის იანვარში ჟურნალმა "ფორბსმა" საუკეთესო ღვინოების რეიტინგში შეიყვანა.

"ამერიკელები ღვინის ხილის – ყურძნის – აღმოჩენას ახლა იწყებენ, ქართული ქვევრის ღვინოს კი 8000 წლიანი ისტორია აქვს" – წერს ავტორი.

სტატიაში სადღესასწაულო ქართულ კერძებზეც არის საუბარი. კერძოს სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულებისთვის დამახასიათებელ კერძებზე, ისეთებზე როგორებიც არის სააღდგომო საკვები. ქართული საკვები უმეტესად ხორცისგან შედგება, მაგრამ დღესასწაულებიდან გამომდინარე უმეტესობა მათგანი ვეგეტარიანულია.

ქართული სამზარეულოს შეცნობა საქართველოში მოგზაურობის გარეშე ძნელია – ვკითხულობთ სტატიის დასასრულს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...