ვაშაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჩვენ პერსონალური ძალადობის წინააღმდეგები ვართ

გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, “ძალა ერთობაშიას” წარმომადეგნელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

თუმცა, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მუქარასთან დაკავშირებით რაიმე მიწერ-მოწერა არსებობს, ეს შესაბამისმა სამსახურებმა აუცილებლად უნდა გაარკივონ.

“ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ პერსონალური ძალადობის. ვფიქრობთ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართალდამცავი უწყებები, ვინც ამას იძებენ, რაც არ ხდება დღეს საქართველოში. თუ რამე იყო რეალურად სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, კი ბატონო გამოიძიონ. მაგრამ ვფიქრობ, ის რასაც ასხივებს ეს ქალი შეიარაღებულ ძალებთან დამოკიდებულებას, ეს არის ძალიან საგანგაშო”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ის საუბროდა, რომ მასსა და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მუქარას კი, ყოფილი სამხედროები ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად