ვაშაძე ჟურნალისტს: ნუ მეკითხებით, გეხვეწებით-როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მიშას კონფლიქტი?!

ასე ეხმაურება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე, გადაცემაში “თამარ ჩიხლაძის ღამის ამბები” ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მას შორის კონფლიქტი.

ჟურნალისტის კითხვაზე გრიგოლ ვაშაძე პასუხობს: როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი და მიშას კონფლიქტი?!

“თქვენ მაინც ნუ მეკითხებით, ასეთ რაღაცას, გეხვეწებით. იმიტომ რომ, ჯერ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი და მიშას კონფლიქტი?! მეორეც ერთი, ძალიან დიდი ბოდიში, რაღაც გადაწყვეტილება თუ მივიღე, ჩემი გამოცდილების და ჩემი პროფესიის ადამიანს, დამერწმუნებით და ვიცი რომ დამიჯერებთ, მონახავდა სწორ ფორმას იმისათვის რომ უპირველსყოვლისა, პარტია, პარტიის წევრები და საზოგადოება, არ დამეყენებინა საქმის კურსში.”-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად