ვაშაძე: ვერ შევეგუები რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ზოოპარკად გადააქციოს!

“ასეთი არაფერი მინახავს. საერთოდ ვის გადავეყარეთ? ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?! “,-ამის შესახებ, “ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პირველის” ეთერში განაცხადა.

“ეს ნორმალურია? ოჯახებია დანგრეული და ივანიშვილი გვეუბნება ოჯახებს დავანგრევო. ნახეთ რას გვეუბნება ეს ადამიანი? დავაყენებ თვითომფინავებს, გაფრინდებით და იმუშავეთ საზღვარგარეთო. ასეთი არაფერი მინახავს. საერთოდ ვის გადავეყარეთ? ვინ არის?

შეიძლება?! ქვეყნის დნმ არის ოჯახი, ამ დნმ-ს დაშლას გვეუბნება ეს ადამიანი და “ქართული ოცნება”. რატომ ? იმიტომ რომ თვითონ იყოს, გაველურებულ საქართველოში ხელისფულება სამუდამოდ შეინარჩუნოს, მართლაც ზოოპარკად აქციოს ეს ქვეყანა. ამას მე ვერ შევეგუები რა. აუცილებლად დავამარცხებთ მას”,-ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზის“ ეთერში განაცხადა: “გერმანიაში ლეგალურად შეიძლება რამდენიმე ასეული ქართველი სეზონურ სამუშაოზე გავუშვათ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად