ვაშაძე: უნდა გადავიდეთ ეტაპზე, როცა ხალხი ეძებს არა მესიას, არამედ გუნდს, რომელიც ქვეყანას პასუხისმგებლობით გაუძღვება

ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

“ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როცა ხალხი ეძებს არა ერთ მესიას, არამედ იმ გუნდს, რომელიც ქვეყანას პასუხისმგებლობით გაუძღვება. ზუსტად ეს არის განსხვავება. ზუსტად “როცა გაერთიანებული ოპოზიცია დავაფუძნეთ, მთავარი ფუნდამენტი ეს იყო, სადაც “ნაციონალურ მოძრაობასაც” ერთი ხმა აქვს, “ახალ საქართველოსაც” და ყველა იმ სუბიექტს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის”,-ამბობს ვაშაძე.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ შედეგი დადო. თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ 17 პროცენტი ჰქონდა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი 38 პროცენტი აიღო. უკაცრავად, მაგრამ ეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ გააკეთა.”,-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად