ვაშაძე: უკრაინის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით, ზედმეტ გაჭიფხვას ჯობია შეეგუონ ვითარებას

მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უამრავი გაჭირვებული ადამიანია”-ამის შესახებ, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ “კურიერთან” განაცხადა.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” ურჩევს, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის მიუხედავად, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა განაგრძოს.

“ქართული ოცნება” სამარცხვინოდ იქცევა, როგორც ყოველთვის. მე მათ ვურჩევდი: მოდი, მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც შემოსავალი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი თავის გზას მოძებნის, ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით ვერანაირად და ზედმეტ გაჭიფხვას ჯობია, რომ შეეგუონ ამ ვითარებას და ადეკვატურად უპასუხონ, ანუ, გააგრძელონ ჩვეულებრივი, დიპლომატიური ურთიერთობა. მით უმეტეს, საკვების კრიზისი დგება ახლა და უკრაინა არის ბეღელი მთელი მსოფლიოსთვის ხორბლის თვალსაზრისით,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად