ვაშაძე: წარმოიდგინეთ ბიუჯეტიდან რამდენს შეჭამდნენ ქვეყანაში ოპოზიციური მედია რომ არ იყოს

წარმოიდგინეთ რომ არ იყოს ქვეყანაში ოპოზიციური მედია, მაშინ რა იქნებოდა, რამდენს შეჭამდნენ ბიუჯეტიდან”,- ამ განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “რუსთავი2”-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება.

“აუცილებლად მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს, რომ ვიბრძოლოთ მომავლისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს უკეთესი დღევანდელი დღე.

იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რაც სტრასბურგის არის, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ამას შემდგომი ინსტანცია კიდევ განიხილავს. ისევ „ქართული ოცნება “ ორმაგ სტანდარტს აწესებს, რომ ვანო მერაბიშვილის პირობებში ელოდება აპელაციას, აქ არ ელოდება აპელაციას და უკვე სისრულეში მოჰყავს ეს ყველაფერი, მაგრამ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე. აი, ეს დიდი ბრძოლა გვაქვს გადასატანი იმისთვის, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე. არავის ეგონოს, რომ ეს არის რუსთავი2-ის ბრძოლა, ან რომელიმე ტელეკომპანიის ბრძოლა.

ეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ბრძოლა.

წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ქვეყანაში ოპოზიციური მედია, მაშინ რა იქნებოდა, რამდენს შეჭამდნენ ბიუჯეტიდან, რამდენს გააპარტახებდნენ ქვეყანას, რამდენს მოიპარავდნენ აბსოლუტურად დაუფარავად,“- აცხადებს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...