ვაშაძე: თუ სხვა ქვეყნის ეკონომიკა სურდოთი ჩაწვება საწოლში, ჩვენსას ფილტვების ანთება დაემართება

თუ სხვების ეკონომიკა სურდოთი ჩაწვებიან საწოლებში, ჩვენსას ფილტვების ანთება დაემართება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ამდენი ხანია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ველოდებით ხელისუფლებისგან ჩამოყალიბებულ, დალაგებულ, კარგად მოფიქრებულ გეგმას, რა იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ. იმიტომ, რომ გასაგებია რაც მოუვა ჩვენს ეკონომიკას. თუ სხვების ეკონომიკა სურდოთი ჩაწვებიან საწოლებში, ჩვენსას ფილტვების ანთება დაემართება. რა უნდა ვუყოთ ამდენ უმუშევარ ადამიანს, რა უნდა ვუყოთ ამდენ სოციალურად დაუცველ ადამიანს. რა უნდა ვუყოთ ამდენ ადამიანს, რომელსაც რაღაც შემოსავალი ჰქონდა, იმიტომ რომ მონურად შრომობდნენ საზღვარგარეთ და ახლა მათ მოუწიათ საქართველოში დაბრუნება. დამერწმუნეთ, მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზრდება პანდემიის შემდეგ, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები საქართველოს ფარგლებს გარეთაც შემცირდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად