ვაშაძე: თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, “ქართული ოცნება” ყველაფერში “გადაგვაგდებს”

არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ”-ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.

„მოთხოვნა არის ერთიანი, რომ როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა მოხდეს, ასევე უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამას მხარს სრულად უჭერს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ მოლაპარაკებას და აქ ყველა საკითხი დასრულებულია, როგორც გახარიამ თქვა, წერტილი დავსვათ, თუ გნებავთ.

დღეს ვიკრიბებით იმიტომ, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს თავის აზრი, რის შემდეგაც საერთო განცხადებას გავავრცელებთ და იმედი მაქვს, სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციებში. ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, “ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას“ და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“, ამიტომ არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო”,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად