ვაშაძე: თეა წულუკიანი პირველი გაიქცევა არჩევნების ღამეს და დატოვებს “ქართულ ოცნებას”

ასე გამოეხმაურა, “ახალი საქართველოს”ლიდერი გიორგი ვაშაძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის ამბობს რომ “ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული”

“თეა წულუკიანი არის ის ადამიანი, რომელიც პირველი გაიქცევა არჩევნების ღამეს და დატოვებს „ქართულ ოცნებას“. 3-ჯერ კი არა, 30-ჯერ უარყოფს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“ როგორც კი, არჩევნებში დამარცხდებიან. ასეთი ცინიზმი დაგვავიწყდება და ისტორიას ჩავაბარებთ, რასაც ვხედავთ მისი მხრიდან“, – განაცხადა “ახალი საქართველოს”ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა “ოპოზიცია თუ შემოთავაზებაზე არ წამოვა, მოუწევს თავიანთი პროპორციული უბარიერობა გამოიგლოვოს”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად