ვაშაძე თანამდებობის პირებს: ახლა დაჯექით და youtube-ში “ნიუნბერგის პროცესის” ყურება დაიწყეთ

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“და ბოლოს, არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილია აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, იმიტომ რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია. და მორჩა, როცა გეუბნებათ ქვეყის არაფორმალური მმართველობა ფეხებზე მკიდიხართ თქვენ, მოქალაქეეებო, ფეხებზე მკიდიხართ ოპოზციურო პარტიებო, ფეხებზე მკიდიხართ ყველაო, კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწიინებული ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ მოქალაქეებს.

თანამდებობის პირებს მინდა ვუთხრა, ახლა დაჯექით და youtube-ში ნიუნბერგის პროცესის ყურება დაიწყეთ. მარტო ბიძინა ივანიშვილს ნუ ცდილობთ ყველაფერი დააბრალოთ, იმიტომ რომ თქვენ როგორც თანამდებობის პირები პასუხს აგებთ მორალურს მაინც!”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია. პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად