გიორგი ვაშაძე: თაკო ჩარკვიანის და მიხეილ სააკაშვილის ხმას ერთი წონა აქვს

” გაერთიანებულ ოპოზიციაში თაკო ჩარკვიანის და მიხეილ სააკაშვილის ხმას ერთი წონა აქვს”-ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე “არ გგონიათ რომ ეს ისეთივე სიყალბეა, როგორც ის რომ დაჩი ბერაიამ ჩააგდო პროპორციული არჩევნები, რომ ბაჩუკი ქარდავას და მიხეილ სააკაშვილს ხმებს ერთი და იგივე წონა აქვთ.” გიორგი ვაშაძე პასუხობს:

“გაერთიანებულ ოპოზიციაში არსებობს წესდება. თაკო ჩარკვიანის და მიხეილ სააკაშვილის ხმას ერთი წონა აქვს. “ნაციონალური მოძრაობის”, რომელსაც წარმოადგენს გრიგოლ ვაშაძე და თაკო ჩარკვიანის ხმა. მიხეილ სააკაშვილს ცალკე აღბული ხმა არ აქვს გაერთიანებულ ოპოზიციაში. ამას უნდა მივეჩვიოთ.”,-ამბობს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილს ცალკე აღებული ხმა არ აქვს: “არც მიშა უნდათ და არც ბიძინა და მაინც მიშას ვთავაზობთ ტყუილია. მიშა სააკაშვილი არც პრემიერობის კანდიდატია, არც პარლამენტის წევრობის კანდიდატია. მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი განაცხადი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად