ვაშაძე: ჭარბვალიანობის აღმოფხვრის იდეა ჩვენ გვეკუთვნის, “ოცნებამ” ჩვენგან წაიღო

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის აღმოფხვრის იდეა ეკუთვნის ოპოზიციას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წაიღო. ამის შესახებ ვაშაძემ “რუსთავ 2”-თან განაცხადა.

“ჯერ ერთი რომ ეს არის ჩვენი იდეა, მერე მეორე რომ წაიღო ეს იდეა “ქართულმა ოცნებამ”. ამაზე არც ფიქრობდნენ, უბრალოდ ისეთ დღეში არიან საარჩევნოდ რომ არ ვიცი ახლა…ყველაფერზე თანახმა არიან.

მე მაინც პოზიტივს ვინაურჩუნებ და პოზიტიურად ვუყურებ ერთ რამეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ.

ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ყველაფერი დავუფაროთ თავიდან ბოლომდე, ჩვენ ვამბობთ რომ ეს კაცი დავაყენოთ ფეხზე, რომ ამ ადამიანმა შექმნას ეკონომიკა”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანდა კახა კალაძემ ჭარბვალიანობის დაძლევის შესახებ ინიციატივის გაჟღერების შესახებ გუშინ დაანონსა, მას შემდეგ რაც გრიგოლ ვაშაძემ ეროვნულ ბანკს კონკრეტული წინადადებები წარუდგინა, ამ თემასთან დაკავშირებით. კახი კალაძემ გაერთიანებული ოპოზიცია პანიკასა და ინიციატივის დასწრების მცდელობაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად