ვაშაძე: სტივ რასელის განცხადება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდებს, რომ კონგრესმენი სტივ რასელის განცხადებასთან დაკავშირებით კონპეტენტურმა პირებმა განმარტება გააკეთონ. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან "დამაწყნარებელი განცხადებები  უცოდინრობისგან გამომდინარეობს".

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს რომლების უწყებებს ხელმძღვანელობენ იმათი დამაწყნარებელი განცხადებები ალბათ უცოდინრობისგან გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა. იმიტომ რომ ეს ხალხი თავისი გაუნათლებლობის გამო მართლა ფიქრობს, რომ სტივ რასელი დაახლოებით ისეთ პოზიციას იკავებს, როგორც ის რეგბისტები, მსახიობები და ვითომ რეჟისორები, რომლებმაც მათ შეყარეს საქართველოს პარლამენტში.

ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია, ასეთი დოკუმენტები, მით უმეტეს ასეთი ადამიანებისგან უბრალოდ არ ჩნდება, ამას აუცილებლად ექნება თავის ნეგატიური შედეგები. მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ, რომ მთავრობამ ახსნა-განმარტება გააკეთოს რა გახდა ასეთი მკაცრი ტექსტის შექმნის მიზეზი და მითუმეტეს ამის გამოქვეყნების. შესაძლოა ეს განცხადება კონგრესმენს გაეკეთებია, მაგრამ კონგრესის ვებგვერდზე არ დაედო, ეს უკვე სიგნალია", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "რუსთავი2"-თან. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად