ვაშაძე: შემდეგ ხელისუფლებას ჯოჯოხეთური მუშაობა მოუწევს, ამათი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად

” ეს ხელისუფლება გამოიცვლება”- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე “ბრალდების ადრესატები “ოცნების” მხრიდან აღმოჩნიდთ თქვენ, იმ კონტექსტში, რომ დაეხმარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში. ვთქვათ არაკეთილმოსურნეებს. აი ასეთი, კონტექსტი იყო, რატომ გაუხარდათ, რატომ იყო საზეიმო განწყობა, ოპოზიციამ შეიტანა წვლილი ამ თემში” რაზეც გრიგოლ ვაშაძე პასუხობს:

” არავის არაფერი არ გახარებია, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გამოიცვლება, შემდეგი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად იქნება კოალიციური და პროდასავლური, მოუწევს ჯოჯოხეთური მუშაობა, რომ ამათი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს, ჩვენი რეპუტაცია აღადგინოს.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, დვიწყბდით, არა რაღაც პოზიტირული ნიშნულიდან, არამედ მოგვიწევს ნეგატივში ჩასვლა, და იქიდან თავიდან აგუ-აგურ შენება. ვის გაუხარდა?! სახელი დამისახელეთ ერთი. ჩვენ რომ გაგხვარებოდა სხვანაირ კომენტარებს მივცემდით”,-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. დოკუმენტი მოიცავდა ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

ამასთან, თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა “ძალიან ამაზრზენი იყო ის თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად