ვაშაძე: საზოგადოება უნდა მიაწვეს მაქსიმალურად ამ მავნებლებს, რომ მოვახსნევინოთ შეზღუდვები

კომენდანტის საათის ძალაში დატოვება გაუგებარია პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის.

გიორგი ვაშაძის თქმით, კომენდანტის საათი, ასევე მანქანის წინა სავარძელზე დაჯდომის აკრძალვა აბსურდული შეზღუდვაა.

“ისინი ინარჩუნებენ აბსოლუტურად არასაჭირო ზომებს, როგორიც არის კომენდანტის საათი, მანქანის წინა სავარძელზე ადამიანის დაჯდომის აკრძალვა, სრულიად აბსურდული შეზღუდვები, გამოსავალი ერთადერთია, საზოგადოება უნდა მიაწვეს მაქსიმალურად ამ მავნებლებს, რომ მოვახსნევინოთ ეს შეზღუდვები, ამას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს, რომ 9 საათის მერე კორონავირუსი დაფრინავდეს და მანამდე საფრთხე არ გვემუქრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ ფორმულასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად