ვაშაძე: სასწრაფოდ გამოქვეყნდეს კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი!

სასწრაფოდ გამოქვეყნდეს კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი!”-ამის შესახებ, პარტია „ახალი საქართველოს“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტია „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს:

” საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა უსაფრთხოების სყანდარტი უნდა დავიცვათ ჩვენ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, ვინც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, იცოდეს თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს“, – აცხადებს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად