ვაშაძე: საქართველოში რომ საუბრობენ რუსულად, ნეტა ისე საუბრობდნენ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში

საქართველოში რომ ლაპარაკობენ რუსულად, ნეტა ისე ლაპარაკობდნენ მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ, იმ კითხვას უპასუხა, რომელიც თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას ეხებოდა.

„არავითარი რუსული ცენტრი საქართველოში არ უნდა გაიხსნას. პირველი – ამ პირობებში, რომელიც არის და მეორე – რუსული ცენტრი გახსნა თუ საჭიროა ამას საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ოპოზიცია, ქართველი საზოგადოება მთლიანად, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ. საქართველოში, რომ რუსულად ლაპარაკობენ ნეტა მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგში იცოდნენ ეგ რუსული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად