ვაშაძე: სამარცხვინოა სალომე ზურაბიშვილი, სამარცხვინოა მოპარული არჩევნებით

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “კურიერთან” განაცხადა.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სამარცხვინოა ეს ქალი, სამარცხვინოა მოპარული არჩევნებით, რომელიც მოიპარა ივანიშვილმა  და “ქართულმა ოცნებამ” მისთვის. სამარცხვინოა დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში, მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს, როგორ შეგვიზღუდეს ადამიანებს ჩვენი პოზიციის გამოხატვის უფლება. და რა ფონზე აკეთებდა ეს ქალბატონი ფიცის დადებას, რომელიც შეიძლება ლეგიტიმურიც კი არ იყოს ამ ფიცის დადება”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად