ვაშაძე: საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არავის ეგონოს პანაცეა და რამეს უშველის

“ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებამ სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოაგვაროს.

“დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროებას გულწრფელად გეტყვით ვერ ვხედავ. ერთადერთ რასაც ვხედავ, არა ტელევიზიასთან კეკლუცი და ბევრი ბრიფინგია, არამედ საქმის კეთება. საქმე ახლა არის, სწრაფი ტესტირების მექანიზმის შემოტანა, აპარატურის შემოტანა საქართველოში. უკრაინაში არის, სხვა ქვეყნებში არის, საქართველოში არ არის. საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არავის ეგონოს, რომ ეს არის პანაცეა და რამეს უშველის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად