ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დრო დამთავრდა!

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა.

“ეს არის ერთი კონკრეტული პოროვნების მისი პერსონალური მოსაზრება,მე შეიძლება გარკვეულ შიანარს არ ვიაზრებდე ამ მოსააზრებეში. ეს არის რეალურად სახელი რომ საქრთველოში არსებობს გაერთიანებული ოპოზიცია და პასუხი ყველას რომ აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა!”,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების  გამოცხადების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს ხმების დაცვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად