ვაშაძე: რა ვქნა?! გული შეიძლება გამისკდეს იმდენად დიდ სისულელეებს აკეთებს მთავრობა!

“ყველა მათი განცხადება და ნაბიჯი სისულელეა”-ამის შესახებ, “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მოითხოვს, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქმედითუნარიან ნაბიჯებს გადადგამს. მისი თქმით, მთავრობამ საქართველო შიმშილის ზღვარზე დააყენა.

“ჯერ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა, ახლა აპირებენ მუშაობას კრიზისულ ბიუჯეტზე?! ასე ხომ არ შეიძლება?! ჩვენ რასთან გვაქვს საქმე? ხელისუფლებასთან თუ ვიღაც უცოდინარ ადამიანებთან. მოვითხოვოთ ჩამოყალიბდეს ფართომასშტაბიანი სამუშაო ჯგუფი. არ ეშველება ამ ადამიანების ხელში. ჯერ გააჩერეს ბიზნესი, უმუშევარი დატოვეს ხალხი, სახლში გამოიკეტეთო, შიმშილის ზღვარზე დატოვეს ადამიანები! ახლა აპირებენ ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნას.

არ შეიძლება ჯერ ფაქტის წინაშე ვდგებოდეთ, მერე გვეუბნებოდეთ, ახლა ვაპირებ რაღაცა გავაკეთო. მივმართავ მთავრობას, შიმშილის ზღვარზე დააყენეთ საქართველო. ის ადამიანები, რომლებიც მეტყვიან ემოციურად რატომ საუბრობო, აბა რა ვქნა?! გული შეიძლება გამისკდეს იმდენად დიდ სისულელეებს აკეთებენ. ყველა მათი განცხადება და ნაბიჯი სისულელეა”-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად