ვაშაძე ქუთაისის აქციაზე: ხელისუფლებას უნდა გვიბიძგოს დესტაბილიზაციისკენ

აქციის პარალელურად ქუთაისში ბრიფინგი გამართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ_ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით ხელისუფლებამ ქალაქში სპექტაკლი დადგა.

“ხელისუფლებამ ამ გამოიყვანა საჯარო სამსახურის თანამშრომლები. უნდათ გვიბიძგონ დესტაბილიზაციისკენ. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას და ცივილურად მოვემზადებით არჩევნებისთვის”_განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რომელსაც კვერცები და საღებავები დაუშინეს, მათ ადგილზე აგრეთვე ცოცხები მიიტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად