ვაშაძე: ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რომ ოპოზიცია კარგი ჯავშანმატარებელივით დადგეს ლიანდაგზე

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ესენი მწარედ დამარცხდნენ არჩევნებზე” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაიწყება საპროტესტო აქციები და პარალელურად, ოპოზიცია შეთანხმდება საარჩევნო სტრატეგიაზე, რაც ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატის წარდგენას გულისხმობს.

“ახლა ყველა ღონე, ძალა უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ ოპოზიცია კარგი ჯავშანმატარებელივით დადგეს ლიანდაგზე, ერთ მხარეს იყოს უწყვეტი საპროტესტო აქციები, მეორე მხარეს კიდევ დალაგება საარჩევნო სტრატეგიის ისე, რომ არავინ არავის კონკურენტი არ იყოს ოპოზიციაში და არჩევნები მოვიგოთ.

ყველაზე მეტად აქ გვჭირდება საქართველოს მოქალაქის აქტიურობა. დიალოგი აღარ იქნება.

შემდეგი ნაბიჯები იქნება საპროტესტო აქციები, დალაგება ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის, ისე, რომ ყველა ოპოზიური პარტია იყოს მოკავშირე, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავდეს ერთი კანდიდატი, ეს სამუშაო თბილისზე უკვე დაწყებულია.”-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად