ვაშაძე: “ქართული ოცნება” ვერ აღიქვამს რა მოდის ვაშინგტონიდან საქართველოსკენ

ასე გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამერიკელი კონგრესმენის წერილს გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულაში”

„სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამს რა მოდის ვაშინგტონიდან საქართველოსკენ. მათთვის ნორმალური გახდა, ეს ფორმულირება – რიგითი კონგრესმენი. რიგითი კონგრესმენი არ არსებობს, ეს ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეების ხმას წარმოადგენენ. ეს ადამიანები კონგრესის მრავალი კომიტეტის წევრები არიან. ძალიან ხშირად ერთი ადამიანის ხმაზე არის დამოკიდებული კონკრეტული კანონპროექტის გასვლა.

მეორე, 23 დეკემბრიდან, ბატონ კისინგერის განცხადებიდან დაწყებული და ბატონ მალენის განცხადებით დასრულებული და ის სარედაქციო სტატიები, რომელიც შეერთებული შტატების წამყვან გამოცემებში იბეჭდება, ერთპიროვნულად ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ განწყობა შეცვლილია. მესამე, აბსოლუტურად დაკარგულია „ქართული ოცნება“ და არ ესმის, რომ ჩვენ გარშემო სამყარო შეცვლილია. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეიძლება ჩვენ გამოგვიჩნდეს სერიოზული შესაძლებლობების ფანჯარა და ჩვენ მზად არ აღმოვჩნდეთ იმიტომ, რომ არ გყვავს ადეკვატური ხელისუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად