ვაშაძე: “ქართული ოცნება” უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და გადავიდნენ ე.წ. ტოტალ კონტროლზე

“უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია “ქართული ოცნება” და გადავიდნენ ე.წ. ტოტალ კონტროლზე, რომელიც ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, რითაც უნდათ, არჩევნებში რაიმე შედეგი მაინც დააფიქსირონ”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობი სპირები რეგიონებში არიან გადანაწილებულები და მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აქვთ ჩაბარებული.

“აჭარაზე მიმაგრებულია სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, რომელსაც პირდად აქვს ჩაბარებული ეს ყველაფერი. სამეგრელოში ჯერ იყო შს მინისტრის მოადგილე, რომელმაც ვერ შეძლო სიტუაციის შემოტრიალება და ახლა პირადად გიორგი გახარია არის გადასული იქ და შტაბი აქვს ცალკე გახსნილი, პირდაპირ მუშაობს ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. იმერეთში ბატონი ლილუაშვილი, რომელიც არის სუს-ის უფროსის მოადგილე, რომელსაც ასევე ცალკე შტაბი აქვს გახსნილი და მუშაობენ იქ. კახეთი – გოგაშვილი-თამაზაშვილი, ამ დაჯგუფებას აქვს აღებული ვალდებულება და პასუხისმგებლობა ამ ტოტალ-კონტროლის განხორციელების, შიდა ქართლი – შს მინისტრის მოადგილე საბანაძე, რომელიც არის მიმაგრებული შიდა ქართლზე, რომელსაც აქვს ეს ვალდებულებები დავალებული, ქვემო ქართლი – ეს არის ლექსო დალაქიშვილი, რომელიც ფინანსური პოლილიციის მაღალი თანამდებობის პირი და ფარცხალაძის მარჯვენა ხელია. ეს არის ის სახელები და გვარები, რომლებზეც რეგიონებია გადანაწილებული და მათ აქვთ სამი კონკრეტული დავალება, რომელსაც ისინი ახორიცლებენ – პირველი, მოიძიონ გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და მათგან აიღონ პირადობის მოწმობა და 50 ლარი გადაიხადონ ამ პირადობის მოწმობაში. ქირაობენ პირადობის მოწმობებს, რომ ეს ხალხი ვერ მივიდეს არჩევნებზე. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში და ა.შ. უზარმაზარ ფულს ხარჯავენ უბრალოდ პირადობის მოწმობა რომ იყიდონ. მეორე, ეს არის საჯარო სექტორში დასაქმებულებზე პირდაპირი ზეწოლა და წნეხი. ესენი არიან საჯარო მოხელეები, ბაღის თანამშრომლები, სკოლის თანამშრომლები, ასევე სახლემწიფო შპს-ები. მაგალითად ხაშურის რაიონში, რკინიგზაში 1500-მდე ადამიანი მუშაობს, სადაც პირწმინდად მოიგო ჩვენმა გუნდმა და მათზე მიდის პირდაპირი წნეხი, იმაზე, რომ მათ მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების” კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ან საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე და მესამე ეს არის, საუბნო პოლიციის, პატრულის ჩართვა ამ მექანიზმში, სადაც ისინი აწერინებენ ახსნა-განმარტებებს უბნის ხელმძღვანელებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ და მოიტანონ, რატომ დამარცხდა იქ “ქართული ოცნება” და რა შესაძლებლობებია.

მე ერთი რამ მინდა ვთქვა, აბსოლუტურად უკანონოა ეს ქმედება სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბევრ მასწავლებელს, საჯარო მოხელეს, რომლებიც არა მხოლოდ მხარს გვიჭერენ, არამედ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან ამ ყველაფერზე და ასე აუცილებლად ჩავინიშნოთ ხოლმე ამათი მითითებები, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კონტრმექანიზმები შევიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად