ვაშაძე: “ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ “გადაგვაგდოს” და მოგვატყუოს

“ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გადაგვაგდოს”ამის შესახებ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძე, მმართველ გუნდს მოუწოდებს შეასრულონ დანაპირები-გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა:

” უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. თუ ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირებები, არამხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. “ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გადაგვაგდოს, მოგვატყუოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად