ვაშაძე: პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნილი საქმეები გაჩერდება

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

” პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს.

ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად