ვაშაძე: პოლიტიკოსებმა, ხალხმა, უნდა მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” ვალდებულებების შესრულება!

” ყველამ მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა, უნდა მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” ვალდებულებების შესრულება”- აცხადებს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ფორმულასთან”

“დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კონტაქტი გვაქვს. ისინი არ აპირებენ რომ ის შეთანხმება რომელიც შედგა, რამენაირად შეიცვალოს. გაჭიანურებული შეზღუდვები “ქართული ოცნების” მხრიდან უკავშირდება სწორედ ამას, რომ პროცესები როგორმე მიიყვანოს იქამდე და თქვას, რომ მე კი არ ვარ დამნაშავე არამედ კორონავირუსია დამნაშავე. ამიტომ ვერ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ეს ეჭვი მიღრმავდება. ყველამ მოსახლეობამ, პოლიტიკოსებმა, უნდა მოვთხოვოთ “ქართულ ოცნებას” ვალდებულებების შესრულება”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია-ხელისუფლების შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება

სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად