ვაშაძე: პოლიტიკა, როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

” შეხვედრა საბოლოოა. შემდეგ არაფერი აღარ ჩატარდება. ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიბრძოლეთ და მივიღეთ უპირველეს ყოვლისა ის, რომ პოლტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად პრინციპული იყო.

აგრეთვე, პოლიტიკა, ისევე როგორც დიპლომატია, აღმოჩნდა, რომ არის შესაძლებლობების ხელოვნება, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მიახლოებულია პროპორციულ არჩევნებთან. ხოლო მესამე, მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ოლქებს, ისინი შედგება ისე, როგორც ვენეციის კომისიამ და კონსტიტუციურმა სასამართლომ გასწია ამაზე რეკომენდაცია.

პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის, შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს, ამის გარანტი არ არის არავინ, ამის გარანტი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, უნდა შეწყდეს.

ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. გვარები ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით. ამის გარეშე შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად