ვაშაძე “ოცნებაზე”: იმიტომ არიან 90-იანი წლების მემკვიდრეები, რომ სტალინის სისხლი უჩქეფთ ძარღვებში

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნიკა მელიას ქმედებებში სისხლის სამართლის არანაირი დანაშაული არ ყოფილა. მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მისი როგორც როგორც პარლამენტის წევრის სტატუსს. ნიკა მელია გამოიტანეს ხელით და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში. ერთადერთი ის თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ხელფასით ვინახავთ.

ამ ხელისუფლებას არაფერი აღარ უშველის. ისინი ნიკა მელიასთან, გაერთიანებულ ოპოზიციასთან და კონსოლიდირებულ ოპოზიციასთან კი არ არიან დაპირისპირებულები, არამედ საქართველოს მოსახლეობასთან. საქართველოს მოქალაქე არ აპატიებს იმას, რომ იწყება ბოლშევიკური ტერორი და რეპრესიები. იმიტომ არიან 90-იანი წლების მემკვიდრეები, რომ სტალინის სისხლი უჩქეფთ ძარღვებში. ჰგონიათ, რომ ციხით, დაპატიმრებით და სასამართლოთი რაღაცას მიაღწევენ. რასაც მიაღწევენ მაგასაც ვნახავთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს. პარლამენტი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახაიანმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...