ვაშაძე: “ოცნებაში” რომ ვიყო, მეცოდინებოდა – ახლა ის სიჩუმეა, ქარიშხლის წინ რომ არის ხოლმე

ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკის” წამყვანის ვახო სანაიას კითხვაზე – “ოცნების” და მისი მხარდამჭერების პოზიციაა, რომ რატომ ვერ გამოყავთ ხალხი თუ ამდენი მხარდამჭერი ჰყავთო და რა პასუხი გაქვთ ამაზე?

“იმიტომ ვერ გამოგვყავს ჩვენ ეს ხალხი, რომ ჯერ ერთი ამ ადამიანებს ყოველდღიური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა და ემზადებიან არჩევნებისთვის. ახლა მე ღმერთმა დამიფაროს და “ქართული ოცნების” კაბინეტში ვიყო, მეცოდინებოდა, რომ ახლა ის სიჩუმეა, რომელიც ქარიშხალის წინ არის ხოლმე. ჭექა-ქუხილი რომ დაიწყება. საქართველოს მოქალაქეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ემზადება არჩევნებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად