ვაშაძე: “ოცნებაში” დამკვიდრდა ტრადიცია, თუ რამე საძაგლობაა სათქმელი, ბატონ კობახიძეს ავალებენ

“დაიმშვიდონ ამით თავი, დაიმშვიდონ, ოპოზიცია ამ არჩევნებს მოიგებს”- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს.

“ქართულ ოცნებაში” დამკვიდრდა ტრადიცია, თუ რამე საძაგლობაა სათქმელი, ამას ბატონ ირაკლი კობახიძეს ავალებენ. საპრეზიდენტო კანპანიაში თუ გახსოვთ, აცხადებდა რომ უკიდურესად დასუსტებული ოპოზიციის კანდიდატი, ისე დამარცხდება ჩვენ 60%-ს მივიღებთო, ამიტომ დაარქვეს კახეთში ირაკლი კობახიძეს “ტოჩნი” ირაკლა. ახლა იძახის ოპოზიციაა დასუსტებული, ევროპარლენტარებმაც იციან ესო. დაიმშვიდონ ამით თავი, დაიმშვიდონ, ოპოზიცია ამ არჩევნებს მოიგებს”-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად