ვაშაძე: “ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა კრიმინალური ბუნება, ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. როგორც მან ქუთაისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულო დეპუტატები ლევან ხაბეიშვილს თავს ტურებივით დაესხნენ.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კრიმინალური ბუნება, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს ე.წ. დეპუტატები ჯგუფურად, ტურებივით დაესხნენ თავს, წაქცეულს უმოწყალოდ ცემეს და მერე ქუჩურად განცხადებები გააკეთეს და თქვეს, ის მიიღო, რასაც იმსახურებდაო. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამ ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. ყველამ, მათ შორის ჩვენმა მოკავშირეებმა კარგად დაინახეს მათი სახე. მათ არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ და რაც მეტ ძალადობას ჩაიდენთ, ყველა დაინახავს, რომ არა თუ ხელისუფლებაში ყოფნას არ იმსახურებთ, არამედ არ იმსახურებთ, საქართველოს მოქალაქის სახელი ატაროთ”_განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად