ვაშაძე: ოპოზიციის დღევანდელმა შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სად არის მთლიანად ოპოზიცია

ოპოზიციის დღევანდელმა შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სად არის მთლიანად ოპოზიცია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“შეთანხმება დაფუძნებული იყო ორ სვეტზე – ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხება, ხელისუფლება კი რაც შეიძლება კონსტრუქციულად წყვიტავს იმ საკითხებს, რომელიც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საპყრობილეში არიან და იმ პროცესებს, რომელიც კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ განაჩენი გამოტანილი ჯერ არ არის.

გაუთავებლად შეიძლება დისკუსია იმაზე, რა იყო, ვინ რა თქვა, ვინ ვის დაელაპარაკა, მაგრამ ფაქტი ფაქტია – პირველი აშშ-ის და ევროკავშირის მისია, შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატები, ევროპარლამენტარები. ყველა ითხოვენ შეთანხმების მთლიანად შესრულებას, ეს არის და ეს. ოპოზიციის დღევანდელმა შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სად არის მთლიანად ოპოზიცია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად