ვაშაძე ოპოზიციაზე: ერთმანეთს სიტყვებზე არ გამოვეკიდოთ, სხვა ლიდერების ადგილას ვაშაძეს დავურეკავდი

ერთმანეთს სიტყვებზე არ გამოვეკიდოთ, სხვა ლიდერების ადგილას ვაშაძეს დავურეკავდი, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ხომ იცით, რომ ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ცივსისხლიანი ტყუილებით. წარბსაც არ შეიხრის. არანაირი ემოცია ამ ადამიანის სახეზე არ იქნება, ისე მოიტყუება და ისე დაამტკიცებს თეთრზე შავს. მაგრამ მე ახლა ოპოზიციაზე ვისაუბრებ – როდესაც ქვეყანა ასეთ ურთულეს მდგომარეობაშია, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მართლაც ოპოზიციას ეკისრება. ჩვენ ვიცით, რომ “ქართული ოცნება” უპასუხისმგებლოა, ისევე როგორც ირაკლი კობახიძე უპასუხისმგებლოდ აკეთებს განცხადებებს. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ისინი პასიხისმგებელნი არიან გაჭირვებული ადამიანების წინაშე, ეკონომიკურ პრობლემებზე თუ საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

ოპოზიციური სპექტრიც ძალიან მრავალფეროვანია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სიტყვებზე არ გამოვეკიდოთ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებებზე იყო უამრავი შეფასება. მე ასე გავიგე თუ ისე გავიგე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე მაგალითად ავიღებდი ტელეფონს და დავურეკავდი ბატონ გრიგოლს. ამიტომ გავაკეთე დღეს ეს განცხადება, რომ ასეთ წვრილმან საკითხებზე გამოდევნება არ ღირს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის აზრით, პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირება “ნაცმოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიციის” მონაპოვარია.

“მთელი საპრეზიდენტო კამპანია პროპორციულ არჩევნებზე ვლაპარაკობდი. ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ როცა ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი დავიწყეთ, ეს კაციშვილს არ უხსენებია”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ეკა კვესიტაძის “კვირის აქცენტებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად