ვაშაძე NDI-ს კვლევაზე: ეს 9%-იანი მხარდაჭერა ამომრჩევლის განწყობაა ამ წუთში, რომელიც ადვილად შეიცვლება

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“შარშან საპრეზიდენტო არჩევნებზე 900 000-მდე ხმა მივიღეთ. ის 9%, არის საქართველოს მოქალაქეების და ამომრჩევლის განწყობა ამ წუთში, რომელიც ადვილად შეიცვლება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წინა კვლევის შედეგებით, თქვენ გახსოვთ, რომ 28% ჰქონდა ქართულ ოცნებას, 27% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. დამიჯერეთ, ამ საზაფხულო პაუზიდან გამოსვლის შემდეგ თქვენ ნახავთ რასაც აჩვენებს შემდეგი კვლევები. ჩვენ იმაზე დიდ შედეგს ვაჩვენებთ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გვქონდა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად